„როიტერი“ – აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად გადააჭარბა 40 ტრილიონ დოლარს

13:16, 20.08.2026

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად გადააჭარბა 40 ტრილიონ დოლარს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახაზინო დეპარტამენტის უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 40,048 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს თანხა მოიცავს საზოგადოების მფლობელობაში არსებულ 32,266 ტრილიონი დოლარის ღირებულების სახაზინო ფასიან ქაღალდებს და 7,782 ტრილიონი დოლარის ოდენობის შიდასახელმწიფოებრივ ვალს.

მედიის ცნობით, ვალის ზრდის დაახლოებით ერთი მესამედი „კოვიდ-19-ის“ პანდემიის დროს, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციების მიერ პანდემიის საპასუხო ღონისძიებების დასაფინანსებლად სახელმწიფო სესხების მკვეთრად გაზრდას უკავშირდება.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ დარჩენილი ზრდა კი ორივე პრეზიდენტის ფისკალურმა პოლიტიკამ, ასევე გადასახადებსა და სახელმწიფო ხარჯებს შორის ხანგრძლივმა დისბალანსმა განაპირობა.

მსგავსი