„როიტერი“ - აშშ-ის მთავრობის კომპიუტერულ ქსელებზე კიბერთავდასხმები ხორციელდება, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს
„როიტერი“ - აშშ-ის მთავრობის კომპიუტერულ ქსელებზე კიბერთავდასხმები ხორციელდება, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის კომპიუტერულ ქსელებზე კიბერთავდასხმები ხორციელდება, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს.

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, 2020 წლის სექტემბრიდან, რუსეთის მიერ დაფინანსებული კიბერთავდასხმები აშშ-ს სხვადასხვა უწყებებზე განხორციელდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ორი ასეთი თავდასხმა წარმატებული აღმოჩნდა და შედეგად მოპარული იქნა კონფიდენციარული ინფორმაცია.

მიუხედავად ამისა, გამოძიების ფედერალური ბიურო მოსახლეობას არწმუნებს, რომ ჰაკერების მიერ მოპოვებული მონაცემები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს და სამთავრობო ოპერაციებს ხელს არ შეუშლის.

დატოვე კომენტარი