„როიტერი“ – აშშ-ის ადმინისტრაცია ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

23:07, 05.03.2025

აშშ-ის ადმინისტრაცია ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ადამ ბიულერი ბოლო კვირების განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასთან“ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის მოქალაქე მძევლების გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც კვლავ ღაზის სექტორში იმყოფებიან. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მოიცავდა უფრო ფართო შეთანხმების განხილვას ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისა და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის შესახებ.

მსგავსი