„როიტერი” - აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს, აშშ შესაბამის წინადადებებს ნატო-ს მოკავშირეებს ივნისში წარუდგენს
„როიტერი” - აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს, აშშ შესაბამის წინადადებებს ნატო-ს მოკავშირეებს ივნისში წარუდგენს

აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს, – ამის შესახებ „როიტერი” გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იუწყება, აშშ შესაბამის წინადადებებს ნატო-ს მოკავშირეებს მომავალ თვეში წარუდგენს.

გერმანული გაზეთის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რამდენად დაჩქარდება ეს პროცესი და კონკრეტულად რომელ სამხედრო ბაზებს შეეხება ცვლილებები.

პენტაგონს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, გერმანიაში ამჟამად დაახლოებით 35 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტია. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანების მიხედვით, გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.