„როიტერი“ – აშშ ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაციისთვის ემზადება

01:10, 12.06.2025

აშშ ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაციისთვის ემზადება.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების რისკების გამწვავების გამოა მიღებული, თუმცა არ არის დაზუსტებული, რა უსაფრთხოების რისკებია შექმნილი.

„როტერის“ ანონიმური წყაროების თქმით, ერაყის დატოვების საშუალება ასევე ექნებათ სამხედროების ოჯახებს.

როგორც „როიტერის“ კითხვის საპასუხოდ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ანა კელიმ თქვა, „სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულად განიხილავს ამერიკელი პერსონალის მდგომარეობას საზღვარგარეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ბოლოდროინდელი მიმოხილვის შედეგად“.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლების ნაწილობრივი ევაკუაციის შესახებ ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტიც.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ირანს არაერთხელ დაემუქრა თავდასხმით, თუ ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება.

მსგავსი