„როიტერი“ - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black-ი რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდსა და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონადლ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, ირანს დაარტყამს.