„როიტერი“ - არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელსა და სირიას შორის საიდუმლო მოლაპარაკებებს შუამავლობას უწევს
არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელსა და სირიას შორის საიდუმლო მოლაპარაკებებს შუამავლობას უწევს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, სირიის ახალი მმართველები რეგიონულ დახმარებას ეძებენ სამხრეთელ მეზობელთან მტრული ურთიერთობის მოსაგვარებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, არაპირდაპირი კონტაქტები, რომლებიც აქამდე არ გახმაურებულა, ფოკუსირებულია უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებზე, ასევე ორ სახელმწიფოს შორის ნდობის აღდგენაზე, რომლებსაც ოფიციალური ურთიერთობები არ აქვთ.
„როიტერის“ თანახმად, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო 13 აპრილს სირიის პრეზიდენტის, აჰმედ შარაას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში.