„როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
„როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები

სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს წამოაყენა მოთხოვნა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები და „ასევე, სხვა არაკონსტრუქციული და უსაფუძვლო პირობები“.

ამასთან, წყაროს ცნობით, „რუსეთის მოთხოვნები მოწყვეტილია რეალობას და ძალიან ცდება ყველაფერს, რაც მანამდე იყო განხილული“.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების დროს რუსეთის ფედერაციამ წამოაყენა ისეთი მოთხოვნები, რომლებსაც უკრაინული მხარე მიუღებლად მიიჩნევს. თუმცა გიორგი ტიხის არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი.