„როიტერი“ - ამერიკელი სამხედროები სირიაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებისას დაშავდნენ
„როიტერი“ - ამერიკელი სამხედროები სირიაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებისას დაშავდნენ

ამერიკელი სამხედროები სირიაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შედეგად დაშავდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

როგორც სანდო წყარო აცხადებს, ინციდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ცეცხლის გახნასთან არ არის დაკავშირებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პენტაგონი და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა კომენტარს არ აკეთებს.