„როიტერი“ – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა და ქვეყნის ტრადიციული პარტიების რეიტინგს აჭარბებს
გერმანული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა და ქვეყნის ტრადიციული პარტიების რეიტინგს აჭარბებს. „როიტერის“ თანახმად, სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტიას 28-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგი წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა და 24 პროცენტი შეადგინა, ხოლო „მწვანეების“ მაჩვენებელი ერთი პუნქტით დაეცა და 12 პროცენტია.
სოციალ-დემოკრატების რეიტინგი 14 პროცენტზე უცვლელი დარჩა, ხოლო მემარცხენე პარტიას 11-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.