„როიტერი“ – ტაივანის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ჩინეთის საზღვაო მილიციის ნავი და მასთან ერთად, კიდევ ორ გემი დაფიქსირდა

12:56, 08.10.2026

აგვისტოში ტაივანის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ჩინეთის საზღვაო მილიციის ნავი კიდევ ორ გემთან ერთად დააფიქსირეს. ინფორმაციას „როიტერი“ სააგენტოს მიერ შესწავლილ სათვალთვალო ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს მგრძნობიარე ზონაში მსგავსი ტიპის ხომალდის გამოჩენის პირველი ცნობილი შემთხვევაა.

ტაივანური კომპანიის, Apex Aviation-ის ანგარიშში Minfudingyu 07902 იდენტიფიცირებულია, როგორც სათევზაო ნავი, რომელიც ამავდროულად ჩინეთის საზღვაო მილიციის ხომალდის ფუნქციასაც ასრულებს. ანგარიშის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში ის ჩინეთის სანაპირო დაცვის კატერსა და კვლევით გემთან ერთად მოქმედებდა.

მედიის ცნობით, ჩინეთმა ივნისიდან კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან აქტივობა გააძლიერა და რეგულარულად ახორციელებს სანაპირო დაცვის პატრულირებას.

ტაივანელი ოფიციალური პირების შეფასებით, ჩინეთი, შესაძლოა, საზღვაო ბლოკადის განხორციელებისთვის ვარჯიშობდეს, რისთვისაც სამხედრო, გასამხედროებულ და სამოქალაქო რესურსებს ერთობლივად გამოიყენებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის ტაივანის საკითხთა ოფისსა და თავდაცვის სამინისტროს კითხვებით მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

მსგავსი