„როიტერი“ - აბას არაღჩიმ სტივ უიტკოფთან რამდენჯერმე გამართა სატელეფონო საუბარი და აღნიშნა, რომ თეირანი არ დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას, თუ ისრაელი თავდასხმებს არ შეწყვეტს
„როიტერი“ - აბას არაღჩიმ სტივ უიტკოფთან რამდენჯერმე გამართა სატელეფონო საუბარი და აღნიშნა, რომ თეირანი არ დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას, თუ ისრაელი თავდასხმებს არ შეწყვეტს

ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის რამდენჯერმე შედგა სატელეფონო საუბარი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

როგორც სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, არაღჩიმ ვაშინგტონს განუცხადა, რომ თეირანი არ დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას, თუ ისრაელი თავდასხმებს არ შეწყვეტს.

ასევე, „როიტერის“ ცნობით, განხილვის თემა იყო აშშ-ის მიერ მაისის მიწურულს წარდგენილი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა, შექმნილიყო რეგიონული კონსორციუმი, რომელიც ირანის ფარგლებს გარეთ გაამდიდრებდა ურანს, თუმცა თეირანი ამ წინადადებასაც ჯერჯერობით უარყოფს.