როი კინი ჰარი მაგუაიერსა და დავიდ დე ხეას აკრიტიკებს - არ მჯერა, რომ ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა მკაცრად გააკრიტიკა ჰარი მაგუაიერი და დავიდ დე ხეა იმ გოლის გამო, რომელიც გუნდმა „ტოტენჰემისგან“ პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში მიიღო.
„შოკირებული ვარ ამ გოლით. მრავალი წელია, რაც ფეხბურთს ვუყურებ და მსგავსი იშვიათად მინახავს. ასეთი გოლის გატანის საშუალება რომ მისცეს მეტოქეს, განრისხებული ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“. მაგუაიერი, რომელიც მსოფლიო დონის ფეხურთელია, ასე არ უნდა თამაშობდეს, მეკარე დავიდ დე ხეაზე კი საერთოდ გული მერევა. მას პირველი ტაიმის შემდეგვე დავაჯარიმებდი“, – მოჰყავს კინის სიტყვები „სკაი სპორტს“.
შეგახსენებთ, რომ მატჩი „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.