კრივის დიდების დარბაზის წევრმა, ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, როი ჯონს-უმცროსმა ენტონი ჯოშუასა და დანიელ დიუბუას სატიტულო ბრძოლა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მოკრივეების დაპირისპირება დიუბუას გამარჯვებით (ნოკაუტით) დასრულდა.
„ჯოშუას მარცხში უფრო მენტალურ მიზეზს ვხედავ, ვიდრე ფიზიკური მომზადების ნაკლებობას. ენტონი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ რაღაც ისე ვერ წავიდა. ის გატყდა. თუ ჯოშუა და მისი გუნდი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ მოძებნიან, ენტონი კრივიდან წასვლაზე უნდა დაფიქრდეს“, – მიაჩნია ლეგენდარულ როი ჯონს-უმცროსს.