როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი [ფოტო]
როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი [ფოტო]

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქველმოქმედო ფონდსა და ბიძინა ივანიშვილს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრალური პარკიც ფონდის დახმარებით მოეწყობა.

იხილეთ პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.