როგორი იქნება საათი, რომელიც შესაძლოა, მთაწმინდის „გიგანტურ ბორბალზე“ დამონტაჟდეს [ვიდეო]
როგორი იქნება საათი, რომელიც შესაძლოა, მთაწმინდის „გიგანტურ ბორბალზე“ დამონტაჟდეს [ვიდეო]

თბილისში, მთაწმინდის „გიგანტურ ბორბალზე“, შესაძლოა საათი დამონტაჟდეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული იდეის ავტორი მოქალაქე ნიკოლოზ მეტრეველია, რომელმაც განაცხადი შეიტანა პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში.

დედაქალაქის მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, როგორი იქნება საათი, რომელიც შესაძლოა, მთაწმინდის „გიგანტურ ბორბალზე“ დამონტაჟდეს.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში, მერიაში შესული ინიციატივებიდან ამჟამად რამდენიმე პროექტი განიხილება.

„განიხილება რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის ერთ-ერთია – „საათი გიგანტურ ბორბალზე“. აღნიშნულმა იდეამ, სხვა ინიციატივებთან ერთად, მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა დააგროვა, რის შემდეგაც დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას, ჩაეტარებინათ გამოკითხვა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით რა თანხა იქნებოდა საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ორი კომპანია დაინტერესდა „ფილიპსი“ და „იგუცინი“.

„მოგვაწოდეს პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.

საათი “გიგანტურ ბორბალზე”

ორიგინალური იდეა და ქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი; იდეის ავტორი- ნიკოლოზ მეტრეველი #თბილისისთვის

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on ხუთშაბათი, 30 აგვისტო, 2018