როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ რომანოვების სასახლე ლიკანში [ვიდეო]

ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის მთლიან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც პარკის ტერიტორიაზე არსებულ XIX საუკუნის ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია ჩაუტარდება. ავთენტურ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. მოეწყობა ისტორიული პარკი, სადაც ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები და საფეხმავლო ხიდი განთავსდება. სამუშაოებს ფინანსურად „საპარტნიორო ფონდი“ და მისი შვილობილი კომპანია „ლიკანი რეზიდენსი“ უზრუნველყოფს.

ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია სამომავლო განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25-წლიანი მართვის უფლებით 2016 წლიდან გადასცა.