როგორი იქნება ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა - თბილისის მერია გრაფიკას ავრცელებს

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.

112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.

თბილისის მერია ავრცელებს გრაფიკას, თუ როგორი იქნება ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა.