როგორ ულოცავენ კომენდანტის საათის დროს ერთმანეთს აღდგომას - ვიდეო სოციალური ქსელიდან
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ ულოცავენ გადაძახილებით მოქალაქეები ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ვიდეოში ჩანს, რომ კომენდანტის საათის გამო, ქუჩაში მხოლოდ სამართალდამცველების ავტომობილები გადაადგილდებიან, საიდანაც, ასევე, ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით, მოქალაქეებს აღდგომას ულოცავენ. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ვიდეო ბათუმშია გადაღებული.