როგორ დავუჭიროთ მხარი ლაშა ტალახაძეს - ხმის მიცემა 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა 31 იანვარს დასრულდება.

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გამოკითხვაში კვლავ ნომინანტთა შორის დასახელდა.

ლაშა ტალახაძის კიდევ ერთხელ აღიარებისთვის საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა.

ქვემოთ მითითებულ ბმულზე მიჰყევით ინსტრუქციას:

1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე
2. მონიშნეთ ერთი ნებისმიერი ქალი ძალოსანი
3. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი
4. მიუთითეთ ქვეყანა
5. მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი
6. ჩაწერეთ ველში ნაჩვენები პაროლი
7. დააწკაპუნეთ ღილაკზე – VOTE!

მხოლოდ ის ხმა მიიღება, სადაც ყველა ველი შევსებული იქნება.

ხმის მიცემა დღეში ერთხელ არის შესაძლებელი.

ხმა მიეცი ლაშა ტალახაძეს #აიტაცე

🏋‍♂ ერთად ავაწევინოთ პლანეტის უძლიერეს მამაკაცს კიდევ ერთი ჯილდო – ხმა მიეცი ლაშა ტალახაძეს #აიტაცე✍ ხმის მიცემის ინსტრუქცია – > https://bit.ly/2AFJbnn

Опубліковано 1TV.GE • ახალი ამბები Вівторок, 22 січня 2019 р.