როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი - „მოამბე“ თურქეთიდან

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება.

თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება.

თურქეთში მიმდინარე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია და პაატა ჯორჯიაშვილი აშუქებენ.

როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი? – პირდაპირი ჩართვა სტამბოლიდან.