როგორ გამოიყურება ევროპის ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლებიც ჩვეულებრივ, ტურისტებით იყო სავსე [ვიდეო]

როგორ გამოიყურება კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ ევროპის ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლებიც ჩვეულებრივ, წელიწადის ნებისმიერ დროს ტურისტებით იყო სავსე – მკაცრი შემზღუდავი ზომების გამო, ევროპაში ტურისტებში პოპულარული ადგილები დღეს ცარიელია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 1,8 მილიონი შემთხვევა, გარდაცვლილია 109 ათასამდე ადამიანი.

2019 წლის დეკემბერში ჩინეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, კორონავირუსი მსოფლიოს 210 ქვეყანაში და ტერიტორიაზე გამოვლინდა.