როგორ გაათავისუფლეს მხარდამჭერებმა სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა სპეცრაზმის მანქანიდან გადმოიყვანეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა იმ ავტომობილის მინები ჩაამტვრიეს, სადაც სააკაშვილი ჰყავდათ დაკავებული.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა გათავისუფლებისთვის და განაცხადა, რომ აქციებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით და კვლავ გააგრძელებს ბრძოლას.

“პოროშენკო ცდილობს ჩემს დაკავებას პუტინთან გარიგების შედეგად. თქვენთან ერთად ბრძოლას კვლავ გავაგრძელებ. არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ მილიონები ვართ და ძალიან ძლიერები”, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.