როგორ ემზადება ევროპის პოლიტიკური ცენტრი, ბრიუსელი შობა-ახალი წლისთვის (ფოტო/ვიდეო)

ევროპის პოლიტიკური ცენტრი, ბრიუსელი შობისა და ახალი წლის აღსანიშნავად ემზადება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბელგიის დედაქალაქიდან იუწყება, ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის „ლაით შოუ 2017“ მოეწყო.

ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებსა და ადგილობრივებ,ს ყოველ საათში ერთხელ, „ლაით შოუს“ 15-წუთიანი პროგრამის ნახვის საშუალება ექნებათ.

შოუ ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხისა და შენობების განათებით, ჩაიკოვსკის კომპოზიციის ფონზე იწყება და ასევე განათებული შენობების ფონზე, შოსტაკოვიჩის მეორე ვალსით სრულდება.

ბელგიის დედაქალაქში, მთავარ საშობაო ნაძვის ხესთან„ ლაით შოუ 2017“-ის ნახვა 9 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.