როგორ ეხმარება აზიის განვითარების ბანკი საქართველოს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში
როგორ ეხმარება აზიის განვითარების ბანკი საქართველოს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში

როგორ ეხმარება აზიის განვითარების ბანკი საქართველოს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში, – ამ სათაურით აზიის განვითარების ბანკი (ADB) ვებგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს მთავრობის კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმის დასაფინანსებლად 100 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა. აღნიშნული თანხა კი, ქვეყანას „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

„აზიის განვითარების ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმის დასაფინანსებლად, რაც ქვეყანას „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება და მთავრობის სოციალური დაცვის მექანიზმებს შეუწყობს ხელს. ADB-ის დაფინანსება საქართველოს მთავრობას „კოვიდ-19“-ის პანდემიით დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში დაეხმარება.

100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად. „კოვიდ-19“-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამა საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას“, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.