როგორ ჩანს პირამიდები კოსმოსიდან - ESA ახალ ფოტოს აქვეყნებს
როგორ ჩანს პირამიდები კოსმოსიდან - ESA ახალ ფოტოს აქვეყნებს

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მინითანამგზავრმა Proba-1-მა გიზის პირამიდების კომპლექსი გადაიღო.

ფოტოს ცენტრში, თქვენ ხედავთ ფარაონ მენკაურას პატარა პირამიდას, მისგან დაბლა მარცხნივ ფარაონ ხეფრენის პირამიდას, ყველაზე დაბლა, მარცხნივ კი ასახულია ამ სამ სტრუქტურას შორის ყველაზე დიდი და ძველი — ხეოფსის პირამიდა.

დანარჩენი მცირე სტრუქტურები მენკაურას პირამიდის დამხმარე ნაგებობებია. გიზის ზეგანი კაიროს განაპირას მდებარეობს.

ერთმეტრიანი თანამგზავრი Proba-1 პირველია ESA-ს თანამგზავრთა კომპლექტში, რომლებიც ახალი კოსმოსური ტექნოლოგიების ტესტირებისათვის გამოიყენება.

თანამგზავრი 2001 წლის 22 ოქტომბერს გაუშვეს, მაგრამ ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს.

ხომალდი აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის ექსპერიმნტული კამერით, რომელიც შავ-თეთრ ფოტოებს იღებს.

სხვა ტექნოლოგიებს შორისაა იმ დროისათვის ინოვაციური გალიუმ-არსენიდის მზის პანელები, ერთ-ერთი პირველი ლითიუმ-იონური ბატარეები და მიკროპროცესორები, რომლებიც Proba-1-ის კომპიუტერს ამუშავებს.

ფოტო გადაღებულია 2018 წლის 6 იანვარს.

წყარო: esa.int