როდრიგო ბალესტერი რასა იუკნევიჩიენეს მიმართავს – კიდევ გაქვთ ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად? ამის შემდეგ რის მტკიცებას დაიწყებთ, რომ ეუთო პრორუსულია, რადგან გეწინააღმდეგებათ?
ბუდაპეშტის Mathias Corvinus Collegium-ის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი როდრიგო ბალესტერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისთვის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, პასკალ ალიზარდის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როდრიგო ბალესტერი მიკრობლოგში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიმართავს და წერს, რომ წერილი თავის სათქმელს ამბობს და, ინტერესდება, კიდევ აქვთ თუ არა ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად.
„ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის ბოლო წერილი თავის სათქმელს ამბობს. რასა იუკნევიჩიენეს და სხვა პუტჩისტებს, კიდევ გაქვთ ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად? ამის შემდეგ რის მტკიცებას დაიწყებთ, რომ ეუთო პრორუსულია, რადგან გეწინააღმდეგებათ?“,- წერს ბალესტერი.
Georgia 🇬🇪: latest letter of head of @OSCE observer mission @AllizardPascal , it speaks by itself. @RJukneviciene and other wannabe putchists, do you still have the guts to support a coup? What’s next, to claim that OSCE is “pro-Russia” because they contradict you? pic.twitter.com/xHFTUhSbHQ
— Rodrigo Ballester (@rodballester) December 3, 2024