როდერის კიზევეტერი - ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის პერსპექტივა
როდერის კიზევეტერი - ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის პერსპექტივა

ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის პერსპექტივა, – ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საგარეო პოლიტიკურმა სპიკერმა, როდერის კიზევეტერიმ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხედავენ, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია მხარს უჭერენ უკრაინის კანდიდატობას ევროკავშირში და ეს სწრაფად უნდა გამოცხადდეს.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ პაპუაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. შესანიშნავი საუბარი იყო მხარეებს შორის. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის პერსპექტივა. ჩვენ ვხედავთ, მმართველი პარტია და ოპოზიცია მხარს უჭერენ უკრაინის კანდიდატობას ევროკავშირში. ეს უნდა გამოცხადდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად. ეს არის სიგნალის მიცემა საქართველოს მოსახლეობისთვისაც, რადგან თქვენ ასევე დამოკიდებული ხართ ევროპულ წესებზე და ღირებულებებზე. ეს ასევე არის თქვენი 30-წლიანი მცდელობის ნიშანი, მხარი დაუჭიროთ ევროპულ სულისკვეთებას“, – განაცხადა როდერის კიზევეტერიმ.

ამასთან, როგორც როდერის კიზევეტერიმ აღნიშნა, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან რუსული ჯარების გაყვანა უნდა მოითხოვონ.

„რაც შეეხება ნატო-ს, მჯერა, ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ უკრაინაზე ფოკუსირება, ასევე უნდა მოვითხოვოთ, რომ რუსული ჯარები გავიდნენ საქართველოდან, დნესტრისპირეთიდან. ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ, რუსული ბირთვული იარაღი გავიდეს კალინინგრადიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ზრდის რუსეთზე ზეწოლას, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. მათ უნდა გაიყვანონ ჯარები სამხრეთ ოსეთიდან ისევე, როგორც აფხაზეთიდან, საქართველო უნდა გახდეს თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებულ ტერიტორიებში. მაშასადამე, ეს არის ის პაკეტი, რომელიც უნდა მოვითხოვოთ, რომ შეჩერდეს ომი უკრაინაში, რუსეთი გავიდეს უკრაინიდან და გავიდნენ ის ჯარები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, – აღნიშნა კიზევეტერიმ.