რობოტი „სოფია“ უკრაინაში კორუფციის შესახებ კითხვამ მწყობრიდან გამოიყვანა
რობოტი „სოფია“ უკრაინაში კორუფციის შესახებ კითხვამ მწყობრიდან გამოიყვანა

რა უნდა გავაკეთოთ უკრაინის კორუფციასთან დაკავშირებით? – ამ შეკითხვის დასმისას ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი „სოფია“ მწყობრიდან გამოვიდა. უკრაინელი დეპუტატის, ალიონა შკრუმის განცხადებით, შემთხვევა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, უკრაინულ სახლში მიმდინარე დებატებისას მოხდა.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ შეკითხვის დასმის შემდეგ რობოტს სკრიპტი გაუტყდა და პროცესორმა მუშაობა შეაჩერა. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი ზომები არ ტარდება. აღნიშნულ შემთხვევამდე რობოტ „სოფიას“ ბიზნესსადილზესბერბანკის“ ხელმძღვანელი, გერმან გრეფი ხელოვნური ინტელექტის თემაზე „გაესაუბრა“.

„სოფიამ“ რობოტების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებზე იხუმრა და გრეფთან ერთად თხილამურებით სრიალზე თანხმობა განაცხადა.

რობოტი „სოფია“ ჰონგ-კონგის კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. რობოტი იმგვარად დაპროექტდა, რომ შეუძლია სწავლა, ადამიანებთან ურთიერთობისას ადაპტირება და მათთან ერთად მუშაობა. გასული წლის შემოდგომაზე რობოტ „სოფიას“ საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა.