რობინ დანიგანი - გამიხარდა, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველი რაც გავაკეთე, იყო ბრიუსელში წასვლა, ევროკავშირს ვესაუბრე კანდიდატობის სტატუსზე
რობინ დანიგანი - გამიხარდა, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველი რაც გავაკეთე, იყო ბრიუსელში წასვლა, ევროკავშირს ვესაუბრე კანდიდატობის სტატუსზე

პრიორიტეტი არის, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს. ეს გულისხმობს პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, ყველას აქვს თავისი როლი ამ ეროვნულ ერთობაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ და ეს დიდი სამუშაოა.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამერიკას უნდა, დაინახოს საქართველო, რომელიც არის ევროკავშირის წევრი. მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ს მისწრაფებებს და ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, როდესაც საქართველოში ელჩად ჩამოვედი, იყო ბრიუსელში წასვლა. ვესაუბრე ევროკავშირს საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე.

ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ. ეს არის დიდი სამუშაო. რესურსია საჭირო ამისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსესუსი საქართველოში. ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს. ეს გულისხმობს პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, ყველას აქვს როლი, რომ შეასრულოს ამ ეროვნულ ერთობაში. ეს არის მომენტი. ევროკავშირმა აჩვენა ენერგია გაფართოების პროცესის მიმართ. ამერიკა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა ნაბიჯს, ასევე ნატო-ში ინტეგრაციასაც ეხება ეს. ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაცია. რაც შეეხება სამხედრო კუთხეს, ათწლეულობის განმავლობაში ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან, საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იწვრთნებიან, შესაბამისი იარაღი აქვთ და ეს უკვე ათწლეულებია, გრძელდება, თუმცა ნატო არის ასევე პოლიტიკური ალიანსი და საჭიროა, რომ შესრულდეს პოლიტიკური ნაბიჯები, რაც ძალიან ახლოს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებთან“, – აცხადებს რობინ დანიგანი.