რობინ დანიგანი - აშშ გიგზავნით უდიდეს მილოცვას საქართველოს, ეს არის უზარმაზარი მიღწევა, დიდი ენთუზიაზმით მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას
აშშ გიგზავნით უდიდეს და გულითად მილოცვას მთელ საქართველოს, ეს არის უზარმაზარი მიღწევა და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა ორბელიანის სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენ ვზეიმობთ თქვენთან ერთად ამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენს ევროპულ გზაზე, თქვენს დასავლურ გზაზე და თქვენ ევროატლანტიკურ გზაზე. გილოცავთ. მე ასევე მინდა, მივულოცო ევროკავშირსაც, მის მიერ გაწეული დიდი სამუშაოსთვის საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნების მხარდასაჭერად ამ გაფართოების პროცესში. ევროკავშირმა საოცარი სამუშაო შეასრულა. ეს რთული სამუშაო იყო. ამიტომ გილოცავთ, კოლეგებო.
მინდა, ავიღო ვალდებულება, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მთავრობასთან და საქართველოს ხალხთან ერთად, როდესაც თქვენ მუშაობთ საქართველოს პოტენციალის სრულ რეალიზაციაზე, თქვენს ეკონომიკურ, დემოკრატიულ მომავალზე ევროკავშირში.
მინდა, კიდევ ორი რამ ვთქვა. ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა მსხვერპლზე, რომელიც ბევრმა ქართველმა გაიღო საქართველოს მომავლისა და იდენტობის მხარდასაჭერად. ამ პარასკევს აშშ ვეტერანების დღეს აღნიშნავს. ქართველებმა იბრძოლეს და დაეცნენ ბრძოლაში ამერიკელ და ნატოელ სამხედროებთან ერთად ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. მადლობა, საქართველო, ამისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო წარსულზე, საერთო ღირებულებებსა და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, საერთო მომავალზეც. ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო, ასე რომ, ერთად ჩვენ ნამდვილად გვაქვს ლამაზი საერთო მომავალი. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი დღეს ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.