ცნობილ ბრიტანელ მომღერალ რობი უილიამსს სურს საკრივო ორთაბრძოლის გამართვა ჯგუფ „ოაზისის“ (Oasis) ყოფილ ვოკალისტ ლაიამ გალაჰერთან.
„მე დაკავებული ვიყავი სპორტით. თუ არსებობს ვინმე, ვისთანაც შეხვედრას ვისურვებდი, ეს არის ლაიამ გალაჰერი. ჯერჯერობით, მან ორჯერ არ უპასუხა ჩემს შეთავაზებას. უკვე ველაპარაკე ედი ჰირნს, ის მზად არის ბრძოლის ორგანიზებისთვის. ძალიან მინდა ამის გაკეთება. შევწირავ თუ არა ჩემს ჰონორარს ქველმოქმედებას? არა“, – განაცხადა გაზეთ „სანთან“ კომენტარში უილიამსმა.
ედი ჰირნი ცნობილი საკრივო პრომოუტერია. ის დაკავებული იყო ბრძოლის ორგანიზებით პოპულარულ ბლოგერებს – ლოგან პოლსა და KSI-ს შორის.