რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ხდება - ზეპირი შეთანმება უკვე მიღწეულია #1TVSPORT
ესპანელი სპეციალისტი რობერტო მარტინესი, დიდი ალბათობით, პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. 49 წლის ესპანელის დანიშვნა მომავალი კვირის ბოლოს არის დაგეგმილი.
მარტინესი 2016 წლიდან ავარჯიშებდა ბელგიის ნაკრებს და ეს გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, როცა ბელგიამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებიდან წავიდა ფერნანდუ სანტუში.