იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ კორონავირუსმა მისი ბავშვობის მეგობარი შეიწირა. ამ ინფორმაციას „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.
„საკუთარ მშობლებზე ძალიან ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისინი თავს კარგად გრძნობენ. დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი გარდაიცვალა კორონავირუსით. წლების წინ ეზოში სულ ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. ბოლოს საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა“, – ამბობს მანჩინი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველა ევროპული ჩემპიონატი, მათ შორის სერია „ა“ არის შეჩერებული.