რობერტო მანჩინი „ფერგი-ტაიმზე“ - თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ აგებდა, მატჩს ხუთ წუთს ამატებდნენ, თუ იგებდა - ორს
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც ადრე „მანჩესტერ სიტის“ ედგა სათავეში, ჟურნალისტს აუხსნა „ფერგი-ტაიმის“ არსი. „ფერგი-ტაიმი“ შეარქვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ ბოლო წუთებზე გოლების გატანის უნარს.
„იცით როგორ მუშაობდა „ფერგი-ტაიმი“? თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ აგებდა, არბიტრი მინიმუმ ხუთ წუთს ამატებდა შეხვერას. თუ ისინი იგებდნენ – მაქსიმუმ ორ წუთს.
იმ წლებში, რაც მე „სიტის“ ვავარჯიშებდი, ჩვენ მანჩესტერში ფეხბურთის ისტორია შევცვალეთ. ჩვენ მოვიგეთ დერბი 6:1. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება. იმ დღეს შეიძლებოდა ბევრი წუთის დამატება.
როცა ამ ყველაფერს ვლაპარაკობ, ვაღიარებ, რომ ალექს ფერგიუსონი დიადი მწვრთნელი იყო“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მანჩინი „მანჩესტერ სიტიში“ 2009-13 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, „სიტიმ“ პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო.