საუდის არაბეთის „ალ-აჰლიმ“ „ლივერპულის“ ყოფილი ფორვარდის, რობერტო ფირმინოს გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
31 წლის ბრაზილიელმა ახალ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე „ალ-აჰლიმ“ „ჩელსიდან“ მეკარე ედუარ მენდი შეიძინა 16 მილიონ ფუნტად.
გასულ სეზონში პრემიერლიგის 25 მატჩში ფირმინომ 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.