რობერტა მეცოლა – სოლიდარობა ანდრჟეის პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს, ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, ვაძლიერებთ ძალისხმევას მათთვის, ვინც დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფის
ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ანდრჟეის პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს და მოუწოდებს მათ დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულთან ერთად, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობეტა მეცოლამ სახაროვის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობლის სახელით ჯილდოს მიიღებს ჟურნალისტი ირმა დიმიტრაძე, ხოლო ანდრჟეი პოჩობუტის ნაცვლად, ჯილდო მის შვილს გადაეცემა.
„ანდრჟეი და მზია დღეს არ იმყოფებიან ჩვენთან ერთად მათი მიღწევისა და სიმამაცის აღიარებისთვის. ისინი დაპატიმრებულები არიან მხოლოდ თავიანთი საქმის შესრულებისთვის, უსამართლობისა და დევნის წინააღმდეგ ხმის ამოღებისთვის“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
ვროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, 2025 წლის ჯილდო გადაეცემა არის აღიარება დემოკრატიისთვის ბელარუსი და ქართველი ხალხის მამაცი ბრძოლის. მეცოლას შეფასებით, ორი ჟურნალისტი, რომლებსაც წელს სახაროვის პრემია გადაეცათ, ყველაფრით რისკავენ, რათა გამოავლინონ თავიანთ ქვეყნებში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეები.
„მზია ამაღლობელი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა და ავლენდა კორუფციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს საქართველოში. ის მიმდინარე წლის იანვარში დემოკრატიული პროტესტის დროს დააკავეს. თავის 50-ე დაბადების დღეს მზიას მეგობრებმა სცადეს მისთვის ციხეში ნიშნის გაგზავნა პოსტერებით და ბუშტებით ახლომდებარე მაღლობიდან. თუმცა, მან ვერ შეძლო მათი დანახვა საკნიდან. დემოკრატიას ვერ გააჩუმებ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს ჩვენთან არ იმყოფებიან, ადრჟეი და მზიას საგანგებო მოწოდება დემოკრატიისკენ ისმის მკაფიოდ ამ დარბაზსა და მთელ კონტინენტზე. ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ანდრჟეის და მზიას მათ ბრძოლაში. ჩვენ მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულთან ერთად. ჩვენი სიმტკიცე იქნება უსამართლოდ დაპატიმრებულების სიმამაცის შესაბამისი. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, ვიდრე ყველა არ გათავისუფლდება. ჩვენ არ დავივიწყებთ , არ მივატოვებთ მათ, ვიდრე დიქტატორების ხანა საბოლოოდ არ დასრულდება, ვიდრე ბელარუსი საბოლოოდ არ გათავისუფლდება. ეს პარლამენტი ხედავს, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში. ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას მათ დასახმარებლად, ვინც ისწრაფის დემოკრატიული მომავლის შენებისკენ“, – განაცხადა მეცოლამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია წელს ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდრჟეი პოჩობუტს მიანიჭა. პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.