რობერტა მეცოლა - საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის
რობერტა მეცოლა - საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კარგი შეხვედრა გამართა.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში.

საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

რეფორმები მართლმსაჯულებაში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის.

ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, – წერს „ტვიტერში“ რობერტა მეცოლა.