რობერტა მეცოლა - მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში, მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე
რობერტა მეცოლა - მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში, მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროპაშია.

როგორც მეცოლამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება საქართველოს პერსპექტივას კავშირში.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, – განაცხადა მეცოლამ.