რობერტა მეცოლა - ირანის უპრეცედენტო დარტყმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით არის მნიშვნელოვანი ესკალაცია, ეს შეიძლება, გახდეს შემდგომი ქაოსის გაღვივების მიზეზი
რობერტა მეცოლა - ირანის უპრეცედენტო დარტყმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით არის მნიშვნელოვანი ესკალაცია, ეს შეიძლება, გახდეს შემდგომი ქაოსის გაღვივების მიზეზი

ირანის უპრეცედენტო დარტყმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით არის მნიშვნელოვანი ესკალაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

„ეს შეიძლება, გახდეს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ქაოსის გაღვივების მიზეზი. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს თავდასხმას და გააგრძელებს მუშაობას დეესკალაციისა და უფრო მეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.