რობერტა მეცოლა – ირანელი ხალხი ძალადობრივი თეოკრატიის ჩექმის ქვეშ იმყოფება იმდენივე ხანია, რაც მე ვარსებობ, 47 წელი ძალიან ბევრია ჩუმად ყვირილისთვის, ირანი თავისუფალი უნდა იყოს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში ირანის რეჟიმს აკრიტიკებს.
„ირანელი ხალხი ძალადობრივი თეოკრატიის ჩექმის ქვეშ იმყოფება იმდენივე ხანია, რაც მე ვარსებობ – ცხოვრობენ რეჟიმის პირობებში, რომელიც უარს ამბობს განსხვავებული აზრის, პლურალიზმის ან თავისუფლების შემწყნარებლობაზე. 47 წელი ძალიან ბევრია ჩუმად ყვირილისთვის. ირანელების არცერთმა ახალმა თაობამ არ უნდა მიიღოს მემკვიდრეობად შიში დაბადებიდანვე. ირანი თავისუფალი უნდა იყოს“, – წერს მეცოლა.
 
The people of Iran have been under the boot of a forceful theocracy for as long as I have been alive – living under a regime that refuses to tolerate dissent, pluralism or liberty.
47 years is too long to scream in silence. No new generation of Iranians should inherit fear as…
— Roberta Metsola (@EP_President) February 21, 2026