რობერტა მეცოლა - იმედი მაქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება წელს დაიწყება
რობერტა მეცოლა - იმედი მაქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება წელს დაიწყება

იმედი მაქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს დაიწყება, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მეცოლას თქმით, ის აღფრთოვანებულია იმ ტემპით, რომლითაც უკრაინის უმაღლესი რადა აღწევს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესრულებაში.