რობერტა მეცოლა – ევროკავშირი საკმარისს არ აკეთებს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის შესაჩერებლად, ევროპული ქვეყნები აგრძელებენ რუსეთის ომის დაფინანსებას ნავთობისა და გაზის შეძენით

11:11, 26.02.2026

ევროკავშირი საკმარისს არ აკეთებს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის შესაჩერებლად, ევროპული ქვეყნები აგრძელებენ რუსეთის ომის დაფინანსებას ნავთობისა და გაზის შეძენით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მეცოლას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციების 19 პაკეტი დაუწესა, მეტია საჭირო.

„ჩვენ ჯერ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით, მეტი გემის დაკავებაა საჭირო. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გააგრძელოს ომი უკრაინისა და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ იმ თანხების გამოყენებით, რომლებიც შეიძლება, უნებლიეთ ან აშკარად მიდიოდეს ევროკავშირიდან“, – განაცხადა მეცოლამ.

მსგავსი