რობერტა მეცოლა - დღეს მიიღება ისტორიული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, მსურს, მივულოცო სამივე ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც ევროპას სახლის მსგავსად შეხედეს
რობერტა მეცოლა - დღეს მიიღება ისტორიული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, მსურს, მივულოცო სამივე ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც ევროპას სახლის მსგავსად შეხედეს

დღეს ისტორიული დღეა, მიიღება ისტორიული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით და საქართველოს გზაზე მტკიცედ დაყენებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის საბჭოში მონაწილეობის შემდგომ პრესკონფერენციაზე​ განაცხადა.

„ძალიან მსურს, მივულოცო სამივე ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც ევროპას, სახლის მსგავსად შეხედეს. მათთვის შესაძლებელია დაცვის მიცემა ღირებულებებისთვის ბრძოლაში, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც ისეთივე ღირებულებებია, როგორიც ჩვენი, ევროპული, რომლებსაც მათთან ვიზიარებთ. ევროპარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო მოწოდებაში, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებულიყო. უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ენერგიულად ვუწევდით ამ გადაწყვეტილებებს ადვოკატირებას. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღება.

რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ სამი ქვეყნისთვის კარის გაღებას. ჩვენ მხოლოდ ვივლით წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია. თუ როდესმე იყო დრო მეტი ევროპისთვის, სწორედ ახლა არის“,- განაცხადა მეცოლამ.