რობერტა მეცოლა – ალექსეი ნავალნიმ, როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა, ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთანაა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მისი ფიქრები ნავალნის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა.
„ეს საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა“, – წერს მეცოლა.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.
The world has lost a fighter whose courage will echo through generations.
Horrified by the death of Sakharov Prize laureate Alexei Navalny.
Russia took his freedom & his life, but not his dignity.
His struggle for democracy lives on.
Our thoughts are with his wife & children. pic.twitter.com/JMSAkLpb0T
— Roberta Metsola (@EP_President) February 16, 2024