რობერტა მეცოლა - 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ, ევროპარლამენტი განაგრძობს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას

ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება.

„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – წერს რობერტა მეცოლა.