რობერტ ქოჩარიანი, რომელიც დღეს დააკავეს, ანტიკორუფციული კომიტეტის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს

15:18, 25.08.2026

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც დღეს დააკავეს, ანტიკორუფციული კომიტეტის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კორუფციული კომიტეტის ცნობით, ქოჩარიანი თავს ცუდად გრძნობდა, რადგან მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ის სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევისთვის გადაიყვანეს.

ცნობისთვის, რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დღეს დააკავეს. სომხური მედიის ცნობით, დაკავებამდე ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
ამ ეტაპზე სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტს ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

მსგავსი