რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა

11:57, 03.04.2018

რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ. ბილეთების ფასი 60 ლარიდან იწყებოდა.

19 ივლისს Black Sea Jazz Festival-ს სწორედ Led Zeppelin–ის სოლისტის კონცერტი გახსნის. რობერტ პლანტი კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს.

საქართველოში ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი