რობერტ მიულიერის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება აპრილში იგეგმება
რობერტ მიულიერის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება აპრილში იგეგმება

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უილიამ ბარი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულიერის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას აპრილის თვეში გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით უილიამ ბარმა დემოკრატებს და რესპუბლიკელებს წერილი გაუგზვანა, სადაც წერია, რომ მალე ყველას ექნება საშუალება 400-გვერდიანი დოკუმენტი თავიდან ბოლომდე წაიკითხონ.

22 მარტს რობერტ მიულერმა 22 თვიანი გამოძიება დაასრულა, რის შემდეგაც გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირების საქმეზე მომუშავე სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის შემაჯამებელი, ოთხგვერდიანი დოკუმენტი კონგრესს გადაუგზავნა.

ბარის დასკვნაში აღნიშნულია,  რომ ორწლიანმა გამოძიებამ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთის ხელისუფლებასთან შეთქმულება ვერ დაადგინა. თუმცა, მიულერის გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას „ტროლების ქარხნის“ გამოყენებითა და კიბერთავდასხმების გზით ცდილობდა.

ამასთან, გამოძიების შემაჯამებელ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა დონალდ ტრამპი გამოძიებისთვის ხელის შეშლას.