რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ხელმეორედ წაუყენა
აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ პოლ მანაფორტს ბრალი ხელმეორედ წაუყენა.
სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული დოკუმენტების თანახმად, საქმე ამჯერად ეხება პოლ მაფორტსა და მის უკრაინელ ბიზნეს-პარტნიორ კონსტანტინ კილიმნიკს, რომელიც მანაფორტის ოფისს კიევში ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანაფორტსა და კილიმნიკს ბრალი ედებათ გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში.
რობერტ მიულერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის ფაქტს იძიებს.